კალათბურთი

13:55 | 13.04.2024 | ნანახია 300 - ჯერ

გოგა ბითაძის 13 წუთი და "ორლანდოს" მარცხი "ფილადელფიასთან"

NBA-ში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ სტუმრად „ფილადელფია სიქსერსთან“ 113:125 დამარცხდა, ქართველ კალათბურთელს კი, ამჯერად მიეცა სათამაშო დრო, მცირედით, მაგრამ მაინც.

ბითაძემ 13 წუთში 5 ქულა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

მოედანზე საუკეთესო ჟოელ ემბიდი იყო 32 ქულით, 13 მოხსნით და 7 პასით. კამერუნელმა დიდებული შეხვედრა ჩაატარა და „ფილას“ მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა. „ორლანდოში“ ფრანც ვაგნერი გამოირჩა 24 ქულით და 6 მოხსნით, ხოლო პაოლო ბანკეროს აქტივში 22 ქულა, 15 მოხსნა და 7 პასი იყო.

„ორლანდო მეჯიქი“ 46 მოგებით და 35 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 14 აპრილს, „მილუოკი ბაქსთან“ ჩაატარებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.119206