ფეხბურთი

11:40 | 13.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

Le Parisien-ი მიქაუტაძეზე: "ეს დუბლი ევრო 2024-მდე თავდაჯერების აღსადგენად საკმარისია"

ცნობილი ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი „ლანსის“ წინააღმდეგ „მეცის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის დუბლს შემდეგნაირად გამოეხმაურა.

„აგვისტოს ბოლოს გიორგი მიქაუტაძე „აიაქსში“ გადავიდა, სადაც თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა და შუა სეზონში „მეცში“ იჯარით დაბრუნდა. ამ დუბლით მან „მეცში“ დაბრუნების შემდეგ მე-6 და მე-7 გოლი გაიტანა, რაც საქართველოს ისტორიაში პირველ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობამდე თავდაჯერების აღსადგენად საკმარისია“, - წერს ცნობილი გამოცემა.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ში 15 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასიც მიითვალა. მან ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა დუბლი! ცხადია, ის „მეცის“ საუკეთესო ბომბარდირია და მთელ ჩემპიონატში უკვე მერვე ადგილზეა, იმის მიუხედავად, რომ 6 თვე „აიაქსის“ რიგებში ირიცხებოდა...

„მეცი“ 26 ქულით ჯერაც გასავარდნ ზონაშია, მაგრამ 2 ქულით ჩამორჩება სამშვიდობოს, ხოლო 21 აპრილს, სტუმრად ერთ-ერთ კონკურენტ „ლე ჰავრს“ დაუპირისპირდება.

0.115681