ფეხბურთი

12:20 | 13.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ში მარტის საუკეთესო ფეხბურთელად ალესანდრო ბასტონი დასახელდა

მილანის „ინტერის“ მცველი ალესანდრო ბასტონი სერია A-ს მარტის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

გამოკითხვაში იტალიელმა ფეხბურთელმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო და აჯობა ხვიჩა კვარაცხელიას, რაფაელ ლეაუს, ნიკოლო ბარელას, რიკარდო კალაფიორის და ტეუნ კუპმაინერსს.

ბასტონიმ მარტში სერია A-ში სულ ორი მატჩი ჩაატარა, მაგრამ ორივეში საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელია სამჯერ გახდა სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი, თუმცა მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით, ეს ჯილდო არ მოუგია.

0.064471