ფეხბურთი

20:24 | 12.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის პრეზიდენტი: „პერესს ძალიან დიდი გავლენა აქვს, რაც ცუდია ფეხბურთისთვის და მთელი ქვეყნისთვის“

ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი მიიჩნევს, რომ მადრიდის „რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ძალიან დიდ გავლენას ახდენს თანამედროვე ფეხბურთზე.

„სუპერ ლიგა? ფლორენტინო არასდროს აგებს და ის ყოველთვის ფხიზლადაა. წლების განმავლობაში ცდილობს ჩემს გაძევებას ლა ლიგადან. სუპერლიგა არის მართვის მოდელი, რომელსაც უმდიდრესი კლუბები მართავენ. ამბობს, რომ ბევრს გამოიმუშავებენ და სოლიდარობის ნიშნად სხვებსაც გაუზიარებენ. ეს უფრო ფეოდალურ ხანას ჰგავს ფეხბურთში.

თავის მხრივ, თავს ვიცავ, როგორც შემიძლია. მაგრამ საქმე შიშზე კი არა, იმაზეა, თუ ვინ არის შენს წინ. ის არის ძალიან გავლენიანი ადამიანი, რომელიც აღწევს თავის მიზნებს. მას დიდი გავლენა აქვს, ძალიან დიდი. ეს ცუდია როგორც ქვეყნისთვის, ასევე ფეხბურთისთვის“, - ციტირებს Sport.es ტებასის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ პერესი აქტიურად ლობირებს ევროპის სუპერლიგის შექმნის იდეას, რომელიც არ გაიმართება უეფას და ფიფას ეგიდით.

0.11924