ფეხბურთი

16:57 | 12.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი „ბარსელონადან“ წასვლის შესახებ: „ჩემი გადაწყვეტილება არ შეიცვლება და ეს სწორია“

„ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კატალონიური კლუბის დატოვების სურვილს არ შეიცვლის. ესპანელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ყველას სარგებელს მოუტანს.

„ჩემი გადაწყვეტილება სეზონის ბოლოს კლუბის დატოვების შესახებ არ შეიცვლება. გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე სწორია, მან მშვიდობა მოუტანა კლუბს, ფეხბურთელებს, მედიასაც კი, ისევე როგორც მე და ჩემს ახლობლებს... და აზრს არ ვიცვლი“, - ციტირებს ჩავის სიტყვებს ტვიტერზე ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო.

ჩავიმ „ბარსელონა" 2021 წლის ნოემბერში ჩაიბარა. კლუბთან ერთად 44 წლის სპეციალისტმა ესპანეთის ჩემპიონატი (2022/2023) და ქვეყნის სუპერთასი (2022/2023) მოიგო.

0.111389