„ლივერპულის,“ მადრიდის „რეალისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა სტივ მაკმანამანმა ევროპა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „წითლების“ „ატალანტასთან“ დამარცხებზე (0:3) ისაუბრა.
„რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება „ატალანტასთვის“ ბევრს ნიშნავს. „ენფილდზე“ ტურნირის ფავორიტებთან ითამაშეს. „ლივერპული“ ევროპა ლიგის ფინალში სეირნობით უნდა გასულიყო, ფიქრობდა ბევრი. ახლა ასე აღარ ფიქრობენ. უეცრად ამ საუბრებს წერტილი დაუსვა „ატალანტამ“ დაუსვა.
„ლივერპული“ შესანიშნავი იყო ამ სეზონში, მაგრამ არა ამ საღამოს", - ციტირებს მაკმანამანის სიტყვებს ბრიტანული ონლაინ გამოცემა Daily Mail.
საპასუხო თამაში 18 აპრილს ბერგამოში გაიმართება.