ფეხბურთი

14:20 | 12.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ფენერბაჰჩე“ თურქეთის სუპერთასის მატჩის ჩაშლის გამო დაჯარიმდა

თურქეთის ფეხბურთის დისციპლინურმა საბჭომ „ფენერბაჰჩე“ ქვეყნის სუპერთასის „გალათასარაისთან“ მატჩის შემდეგ დააჯარიმა, იუწყება თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდი.

კლუბი ვალდებულია გადაიხადოს 115 ათასი ევრო. ასევე, კლუბის ადმინისტრატორი, რომელმაც ფეხბურთელებს მოედნის დატოვება დაავალა, 15 ათასი ევროთი დააჯარიმა და 60 დღით დისკვალიფიკაცია მიიღო.

ფანების საქციელის გამო „გალათასარაი“ 6,1 ათასი ევროთი დაჯარიმდა.

თამაში 7 აპრილს გაიმართა. „ფენერბაჰჩემ“ მატჩისთვის ახალგაზრდული შემადგენლობა გამოიყვანა. პირველი გაშვებული გოლის შემდეგ კი გუნდმა მოედანი დატოვა. ამგვარად, „ფენერბაჰჩეს“ ტექნიკური მარცხი ჩაეთვალა და თასის მფლობელი „გალათასარაი“ გახდა.

19 მარტს „ფენერბაჰჩეს“ პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს კლუბი განიხილავს თურქეთის ჩემპიონატიდან შესაძლო გასვლის საკითხს. 2 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კლუბმა ტურნირის დატოვების საკითხი გადადო.

აპრილის დასაწყისში კლუბმა გამოაცხადა, რომ თურქეთის მომავალი თასის გათამაშებაში მონაწილეობას არ მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.10902