ფეხბურთი

10:38 | 12.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: "დადებითი არაფერი იყო, საპასუხო მატჩზე ფიქრის ენერგია არ მაქვს"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ევროპა ლიგის მეოთხედფინალში ბერგამოს „ატალანტასთან“ (0:3) მარცხის შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ძალიან ცუდად ითამაშეს და წაგება დაიმსახურეს.

„თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ, ვახერხებდით მათი პრესინგისთვის თავის დაღწევას, შემდეგ გვქონდა ძელი-ხარიხის მომენტიც. ამის შემდეგ თამაში ჩვენთვის ცუდი გახდა, სწორად ვერ მივუდექით. არაფერი იყო დადებითი, „ატალანტამ“ დაიმსახურა გამარჯვება, ყველა ბურთისთვის იბრძოდნენ, დაცვაში კომპაქტურები იყვნენ და კონტრშეტევებზეც კარგად გადადიოდნენ.

„ენფილდი“ „ენფილდია“, როცა რაღაც დასაპყრობია, ჩვენ დღეს არაფერი გავეცით. პუბლიკამ თავისი საქმე გააკეთა, ჩვენ - არა, სულ ესაა. ბევრი დიდი ქამბექი გვინახავს? ახლა საპასუხო მატჩზე ფიქრის ენერგია არ მაქვს. ცხადია, რომ ვეცდებით ამის გაკეთება. ისინი კარგად დაიცავენ თავს, სახლში ითამაშებენ და ძალიან რთული იქნება. ახლა კვირის მატჩზე უნდა ვიფიქროთ და შემდეგ დავიწყებთ საპასუხო შეხვედრაზე ფიქრს”, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ „ატალანტამ“ ისტორიაში მეორედ დაამარცხა სტუმრად „ლივერპული“, რაც ევროთასებზე აქამდე მხოლოდ „ბარსელონას“ და „რეალს“ გაუკეთებიათ, მაგრამ ბერგამოელთა მიღწევა უფრო დასაფასებელი იმითაა, რომ მათ ეს ორი ცდიდან მოახერხეს (2:0 და 3:0). საპასუხო მატჩი ბერგამოში 18 აპრილს გაიმართება.

0.126131