საქართველოს ეროვნული ლიგის მერვე ტურში ქუთაისის „ტორპედომ“ იმერულ დერბიში „სამგურალს“ უმასპინძლა, რომელსაც აჯობა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.
პირველი ტაიმი მიხეილ აშვეთიას გუნდმა მოიგო ლუკა ხორხელის სწრაფი გოლით, თუმცა, მეორე ნახევარში მასპინძლებმა სიტუაციის შეცვლა მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ „ტორპედომ“ გიორგი არაბიძის გარეშე ითამაშა, რომელიც გუნდს სიცხის გამო ვერ დაეხმარა.
ანგარიში 49-ე წუთზე ნიკოლა ნინკოვიჩმა გაათანაბრა, ხოლო მატჩის მიწურულს ბიორნ იონსენმა წინ გაიყვანა თავისი გუნდი. საბოლოო ანგარიში ალეკო ბასილაძემ დააფიქსირა - 3:1.
„ტორპედო“ 15 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში „თელავს“ შეხვდება, „სამგურალს“ კი 5 ქულით მეცხრე ადგილი უკავია და პირველი წრის ბოლო ტურში „იბერიას“ ეთამაშება.
„ტორპედო“ – „სამგურალი“ 3:1 (0:1)
გოლები: 0:1 ხორხელი (14), 1:1 ნინკოვიჩი (49), 2:1 იონსენი (83), 3:1 ბასილაძე (90)