ჭიდაობა

23:45 | 11.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩამიზო-ბაირამოვის შეხვედრას UWW განიხილავს

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ (UWW) იტალიის ჭიდაობის ფედერაციისგან ოფიციალური საჩივარი მიიღო, რომელიც პარიზის ოლიმპიადის სალიცენზიო შეხვედრას შეეხება თავისუფალ ჭიდაობაში ფრანკ ჩამიზოსა და აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვს შორის.

როგორც UWW იტყობინება, მსაჯების ყველა გადაწყვეტილება გულდასმით შეფასდება და განიხილება. შესაბამისად, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.

ჩამიზოს ბაირამოვთან მსაჯებმა ძალზე საეჭვო ვითარებაში წააგებინეს და ამ შეხვედრას დიდი სკანდალი მოჰყვა. როგორც ჩანს, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამაც რეაგირების მოხდენა სწორედ დიდი ხმაურის შემდეგ გადაწყვიტა.

ჯერჯერობით, შედეგი ძალაში რჩება: ბაირამოვმა შეხვედრა მოიგო და პარიზის ოლიმპიადის ლიცენცია მოიპოვა. თუმცა, არაა გამორიცხული ყველაფერი შეიცვალოს.

0.130407