„ნაპოლის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი ზაფხულში სავარაუდოდ კლუბს დატოვებს. როგორც ადგილობრი პრესა წერს, „პარი სენ-ჟერმენთან“ მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.
პარიზელები „ნაპოლის“ ნიგერიელის გამოსასყიდ თანხას გადაუხდის, რაც 130 მილიონ ევროს შეადგენს. ფეხბურთელი 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში მისი ხელფაის 13 მილიონი იქნება. გარდა ამისა, ოსიმენი საიმიჯო უფლებებსაც სრულად გააკონტროლებს.
„ნაპოლიმ“ უკვე დაიწყო ოსიმენის შემცვლელის ძებნა და ამ ეტაპზე სამი ვარიანტი სახელდება: „ფეიენოორდის“ თავდამსხმელი სანტიაგო ხიმენესი, „ლილის“ ფორვარდი ჯონათან დავიდი და ლისაბონის „სპორტინგის“ ბომბარდირი ვიქტორ გიოკერესი.
შეგახსენებთ, ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიში“ 2020 წლიდან თამაშობს, გასულ სეზონში კი, 26 გოლით სერია A-ს ბომბარდირიც გახდა.