ფეხბურთი

18:25 | 11.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"თელავმა" "სამტრედია" დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის მერვე ტური სამტრედიაში დაიწყო, სადაც ადგილობრივ გუნდს „თელავმა“ 2:1 აჯობა.

გოლები მეორე ტაიმში გავიდა. ანგარიში 52-ე წუთზე კახელებმა გახსნეს, თავის გამოჩენა კი, თორნიკე მორჩილაძემ მოახერხა. 90-ე წუთზე არტურ კარტაშიანის ავტოგოლით მასპინძლებმა გაათანაბრეს, მაგრამ ქულა მაინც ვერ მოიპოვეს.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ მერვე წუთზე არგენტინის ნაკრების ყოფილმა მცველმა, ჯინო პერუციმ, რომელიც „თელავში“ თამაშობს, საქართველოს ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

„თელავმა“ 9 ქულა დააგროვა და ამ დროისთვის მეხუთე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება. „სამტრედიას“ 6 ქულით მერვე ადგილი უკავია და პირველი წრის ბოლო ტურში „დინამო ბათუმს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11259