ფეხბურთი

14:19 | 11.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბეშიქთაში“ „ბაიერიდან“ პატრიკ შიკის იჯარით დაინტერესდა

თურქული „ბეშიქთაში“ გერმანელი „ბაიერის“ ჩეხი ფორვარდის პატრიკ შიკის იჯარით აყვანას გეგმავს - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი საშა ტავოლიერი.

წყაროს ცნობით, „ბეშიქთაშის“ ხელმძღვანელები უკვე დაუკავშირდნენ „ბაიერს“ და ზაფხულში შეეცდებიან ფორვარდის იჯარით აყვანას. თურქული კლუბი აპირებს „ბაიერს“ მოთამაშის სეზონური იჯარის შეთავაზება გაუგზავნოს. თუმცა ესმით პოტენციური გარიგების სირთულე.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 28 წლის პატრიკ შიკმა 14 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ხუთი გოლი გაიტანა. მას ასევე აქვს ხუთი თამაში და ამდენივე გოლი ევროპა ლიგაზე. გერმანიის თასზე შიკმა სამი თამაში ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

0.143599