ფეხბურთი

12:37 | 11.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ელიოტი: „გვსურს ევროპა ლიგა იურგენ კლოპისთვის მოვიგოთ“

„ლივერპულის“ ინგლისელმა ნახევარმცველმა ჰარვი ელიოტმა ევროპა ლიგაზე მონაწილეობის მოტივაციაზე ისაუბრა. ხუთშაბათს, 11 აპრილს, მერსისაიდელები მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ევროტურნირის პირველ მეოთხედფინალურ მატჩს იტალიურ „ატალანტასთან“ გამართავენ.

„ეს დიდი პრიზია და ყველაფერის გათვალისწინებით, როცა მთავარი მწვრთნელი სეზონის შემდეგ წავა, კარგი იქნებოდა მისი თასით გაცილება. როგორც მოთამაშეები ყველაფერს ვიღონებთ ამისთვის. გვინდა მადლობა გადავუხადოთ მწვრთნელს, რამდენადაც შეგვიძლია, რადგან მან ბევრი რამ გააკეთა ჩვენთვის“, - ციტირებს ელიოტის სიტყვებს ლივერპულის ოფიციალური საიტი.

ევროპა ლიგა კლოპს არ მოუგია „ლივერპულთან“ ერთად 2015 წლის შემდეგ. 2015/2016 წლების სეზონში მერსისაიდელები ტურნირის ფინალში ესპანურ „სევილიასთან“ ანგარიშით 1:3 დამარცხდნენ.

0.115566