ფეხბურთი

10:18 | 11.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

მბაპემ პსჟ - „ბარსელონას“ მატჩში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო

„პარი სენ-ჟერმენის" ფრანგმა თავდამსხმელმა კილიან მბაპემ „ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩში (2:3) ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო. ამის შესახებ L'Equipe იუწყება.

წყაროს ცნობით, პარიზელმა თავდამსხმელმა მოედანზე მთელი მატჩი გაატარა, თუმცა შედეგიანი არ ყოფილა და მეტოქის კარში არცერთხელ დაურტყამს, რისთვისაც 10-დან 3 ქულა მიიღო.

მხოლოდ პსჟ-ს ახალწვეულმა ლუკასმა მიიღო მბაპეზე დაბალი შფასება მატჩში – 2. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე „ბარსელონას“ ბრაზილიელი გარემარბი რაფინია გახდა, რომლის თამაშიც 8 ქულით შეფასდა.

ორივე გუნდის ფეხბურთელების შეფასება ფრანგული გაზეთის, L'Equipe-ს მიხედვით:

ბარსელონა: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი – 6, ჟოაუ კანსელუ – 5, პაუ კუბარსი – 6, რონალდ არაუხო – 6, ჟიულ კუნდე – 6, ფრენკი დე იონგი – 5, სერხი რობერტო – 4, რაფინია – 8, ილკაი გიუნდოგანი – 6, ლამინ იამალი – 5, რობერტ ლევანდოვსკი – 7.

პსჟ: ჯანლუიჯი დონარუმა – 3, მარკინიოსი – 5, ლუკას ერნანდესი – 4, ლუკას ბერალდო – 2, ნუნუ მენდეში – 6, ვიტინია – 7, ლი კანგ-ინი – 4, ფაბიან რუისი – 5, მარკო ასენსიო – 3, უსმან დემბელე – 6, კილიან მბაპე - 3.

0.122819