ფეხბურთი

2:23 | 11.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო სიმეონე: "საპასუხო მატჩი მეტი ყურადღებით უნდა ვითამაშოთ"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „დორტმუნდთან“ მატჩის (2:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, 70 წუთის განმავლობაში კარგად ითამაშეს და კმაყოფილია.

„ვფიქრობ, 70-ე წუთამდე ძალიან კარგად ვითამაშეთ, გვქონდა მესამე გოლის შანსიც, მაგრამ მეკარემ შესანიშნავად ითამაშა, თუმცა შემდეგ ბრანდტს შეეძლო გათანაბრებაც. მოგება მნიშვნელოვანი იყო, ეს შედეგი გვაიძულებს, რომ საპასუხო შეხვედრა მეტი ყურადღებით ვითამაშოთ. ყველაფერი მეორე მატჩში გადაწყდება.

ვცდილობთ, ჩვენი დინამიზმი სხვადასხვა გზით გამოვიყენოთ. მართალია, ჩვენი თამაში რისკს შეიცვას, რადგან კაცი-კაცზე ვთამაშობთ, მაგრამ ამ გუნდს აქვს ძლიერი მენტალიტეტი. 10 დღე არ გქონდა ნათამაშები და ბიჭების გამო ბედნიერი ვარ“, - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდის“ და „ატლეტიკოს“ საპასუხო მატჩი 16 აპრილს გერმანიაში გაიმართება.

0.12683