კალათბურთი

22:57 | 10.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის 4 ქულა და "ტენერიფეს" მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ თურქულ „ტოფაშს“ ესტუმრა და 81:90 წააგო.

პირველი პერიოდი ესპანელებმა 5 ქულით მოიგეს, მაგრამ ამის შემდეგ მასპინძლებმა გაცილებით უკეთ ითამაშეს და გამარჯვებაც მოიპოვეს.

გიორგი შერმადინმა პარკეტზე 19 წუთი გაატარა, თავის გუნდს კი, 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება შესძინა. ქართველმა ცენტრმა 2-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

ამრიგად, მეოთხედფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა (1:1), ხოლო მესამე შეხვედრა ამ გუნდებს შორის 16 აპრილს, ესპანეთში გაიმართება.

0.117214