სხვა

22:25 | 10.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო მძლეოსნობა ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულთათვის საპრიზო ფონდს აწესებს

მსოფლიო მძლეოსნობა (World Athletics) პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მნიშვნელოვანი სიახლის დასანერგად ემზადება. მმართველი ორგანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულთათვის საპრიზო ფონდი დაწესდება.

World Athletics გახდა პირველი საერთაშორისო ფედერაცია, რომელიც თავისი სახეობისთვის ოლიმპიურ თამაშებზე საპრიზო ფონდს შემოიღებს. კერძოდ, ჩემპიონობისთვის 50 ათასი დოლარია გათვალისწინებული. ესტაფეტაში გამარჯვებისთვის, თანხა გუნდზე გაიყოფა. მთლიანი საპრიზო ფონდი 2,4 მილიონი აშშ დოლარით არის განსაზღვრული, რომელიც თავის მხრივ გამოყოფილია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) შემოსავლების წილიდან, რომელსაც მსოფლიო მძლეოსნობა ყოველ ოთხ წელიწადში იღებს.

World Athletics აღნიშნავს, რომ 2028 წლის ლოს ანჯელესის თამაშებზე დამატებითი საპრიზო ფონდი დაარსდება ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორებისთვის.

პარიზი XXXIII ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს 26 ივლისი - 11 აგვისტოს ჩათვლით.

GEONOC.ORG.GE

0.116419