კალათბურთი

11:17 | 10.04.2024 | ნანახია NaN - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი და "სან ანტონიოს" გამარჯვება NBA-ში (+VIDEO)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გამარჯვება მოიპოვა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდი „მემფის გრიზლის“ შეხვდა და მეტოქეს 15-ქულიანი სხვაობით - 102:87 აჯობა.

აღნიშნულ შეხვედრაში დიდი სათამაშო დრო მიიღო საქართველოს ნაკრების წევრმა. სანდრომ პარკეტზე 26:26 წუთი გაატარა, რა დროშიც ორმაგი დუბლის გაფორმება შეძლო.

მამუკელაშვილმა საკუთარ გუნდს 11 ქულა, 16 მოხნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. მან 6-დან 4 სროლა გამოიყენა, რომელთაგანაც 3-დან 1 სამქულიანი, 3-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო იყო.

ქართველი ფორვარდი საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და +- მაჩვენებელი +11 იყო.

79 ტურის შემდეგ „სან ანტონიოს“ 20 მოგების საწინააღმდეგოდ 59 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 11 აპრილს, „ოკლაჰომას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.077254