ფეხბურთი

23:48 | 9.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჟურნალისტი: "ევრო 2024-ზე გასვლის შემდეგ დავითაშვილი გაცილებით კარგად თამაშობს"

ჟურნალისტმა ჯინო ფორტემ „ბორდოს“ ფეხბურთელ ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევრო 2024-ზე კვალიფიცირების შემდეგ ქართველი შემტევი შეიცვალა და გაცილებით კარგად ათამაშდა.

„მას შემდეგ, რაც ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და სანაკრებო პაუზიდან დაბრუნდა, მან აჩვენა ნიჭი. კიდევ ერთხელ გააკეთა საგოლე პასი, კარგად გაიხსნა საჯარიმოში, შეარჩია შესაფერისი მომენტი, თავაწეულმა ითამაშა, რის გამოც ბოლო კვირებში ხშირად აკრიტიკებდნენ.

მის თამაშში ჩანს ძალისხმევა, იქნება ეს პრესინგზე თამაში, თავდაცვა თუ სიღრმიდან მოქმედება. მიმაჩნია, რომ ზურიკო დავითაშვილს მოაქვს სიახლე, რაც აქამდე საერთოდ არ გააჩნდა, ეს კი, ძალიან მნიშვნელოვანია „ბორდოს“ მსგავსი გუნდისთვის, რომელსაც შეტევაში ეფექტიანი მოთამაშეები სჭირდება“, - თქვა ფორტემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილს საფრანგეთის ლიგა 2-ში ჩატარებულ 30 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი, 5-ჯერ კი საგოლე პასი შეასრულა.

0.135046