ფეხბურთი

22:54 | 9.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "პსჟ-ს ყველა ფეხბურთელი სახიფათოა, დაცვაში შეცდომები არ უნდა დავუშვათ"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მეტოქე ფავორიტია, მაგრამ მისი გუნდი კარგ ფორმაშია და მზადაა.

„ოთხი წლის შემდეგ მეოთხედფინალში ყოფნა ემოციურია და მზად ვართ. სეზონის საუკეთესო მომენტში ვართ, ჩვენს წინააღმდეგ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელით.

ლუის ენრიკეს კარგად ვიცნობ, მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ის ჩემს პატივისცემას იმსახურებს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და ჰყავს გუნდი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ააშენეს. ორივეს ერთი და იგივე სტილი გვაქვს, მაგრამ ასევე არტეტას და გვარდიოლასაც „ბარსელონას“ დნმ აქვთ. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბარსელონას“ დნმ-ით ოთხი მწვრთნელის ყოფნა საამაყოა.

დიახ, მბაპე ყველაზე სახიფათოა პსჟ-ში, მაგრამ ასევე დემბელე, ვიტინია, კოლო მუანი. დაცვაში მაღალ დონეზე უნდა ვითამაშოთ და მთელი გუნდი გავაკონტროლოთ, რადგან პსჟ ერთ-ერთი საუკეთესოა კონტრშეტევებზე. ლუის ენრიკემ წილისყრის შემდეგ მესიჯი მომწერა, მითხრა, რომ აქ ჩამოსვლა გამოწვევაა. ვფიქრობ, ისინი ფავორიტები არიან.

„ბარსელონას“ გულშემატკივრებში დიდი ენთუზიაზმია, სეზონის საუკეთესო ფორმაში ვართ და ფეხბურთელები მოტივირებული არიან“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბარსელონას“ მატჩი 10 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.119909