Tuttomercatoweb-ის დირექტორმა ნიკოლო ჩეკარინიმ განაცხადა, რომ „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში არ არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც არ იყიდებიან.
„დე ლაურენტისი ფეხბურთელის შენარჩუნებაში კონტრაქტის განახლებით დარწმუნებულია. სამწუხაროდ, თანამედროვე ფეხბურთში არ არსებობენ ფეხბურთელები, რომლებიც სატრანსფერო ბაზარზე შეიძლება არ დადგნენ. თუ შემოვა შეთავაზება, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელი იქნება, კლუბი იძულებული გახდება, ეს შეთავაზება გაითვალისწინოს.
„ნაპოლი“ ყველაფერს გააკეთებს მის შესანარჩუნებლად, მაგრამ ახლა ძნელია იმის გაგება, თუ რომელი გუნდი ეცდება ქართველის შეძენა. მხოლოდ „ბარსელონა“ არ არის, არამედ პრემიერლიგის კლუბებმაც შეიძლება სცადონ“, - განაცხადა ჩეკარინიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მას იტალიური კლუბის მაისურით ჩატარებულ 82 მატჩში 24 გოლი გაიტანა, 20-ჯერ კი საგოლე პასი მიითვალა.