ფეხბურთი

19:19 | 9.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის სიმბოლურში

საქართველოს ნაკრებისა და „კრაკოვიას“ მცველი ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ექსტრაკლასას 27-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველი მცველი უშუალოდ ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია. გასულ ტურში ოთარმა „ლოძის“ წინააღმდეგ (2:2) ულამაზესი გოლი გაიტანა, რომელიც მიმდინარე სეზონში მისთვის პირველი იყო.

ოთარ კაკაბაძეს მიმდინარე სეზონში 18 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი, ერთხელაც საგოლე პასი მიითვალა. „კრაკოვია“ 29 ქულით მე-12 ადგილს იკავებს, ხოლო მომდევნო ტურში 14 აპრილს, „იაგელონიას“ სტუმრად შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116115