ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „მილანის“ შემტევი რაფაელ ლეაუ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
როგორც მან თქვა, ლეაუს ჰგონია, რომ ფენომენია, მაგრამ ჩვეულებრივი ფეხბურთელია, რომელიც მხოლოდ ფიზიკური ძალითაა გამორჩეული.
„აზრი არ შემიცვლია, ისევ იგივეს ვფიქრობ ლეაუზე. შეხედეთ რაშფორდს, რომელიც უძლიერეს ლიგაში თამაშობს და დაცვასაც ეხმარება. კვარაცხელია უცნობი ჩემპიონატიდან მოვიდა და საოცარი სეზონი ჩაატარა, ისიც ორივე ფაზაში თამაშობს. ფოდენი ლეაუზე უმცროსია და უკვე გაიტანა 21 გოლი და გააკეთა 10 საგოლე პასი. რაზე ვლაპარაკობთ? იტალიაში კი, არ გვაქვს მაღალი დონის ჩემპიონატი, სადაც მას 5 თვის განმავლობაში გოლი არ ჰქონდა გატანილი. პრობლემა ისაა, რომ მას ჰგონია ფენომენია და არიან ადამიანები, რომლებიც იგივეს ფიქრობენ. ლეაუ კარგი ფეხბურთელია, ფიზიკურად ძლიერი, მაგრამ მეტი არაფერი. მაშინ, კაკაზე, რუი კოშტაზე, ვინისიუსზე რა უნდა ვთქვათ, რამდენი უნდა ყოფილიყო მათი ხელფასი? 10-15 წლის წინ, როცა მე ვთამაშობდი, ლეაუ სერია A-ს მეშვიდე ადგილოსან გუნდშიც ვერ ითამაშებდა“, - თქვა კასანომ.
აღსანიშნავია, რომ ლეაუს ვეტერანი ფეხბურთელის ეს განცხადება რეპლიკის გარეშე არ დაუტოვებია. მან კასანოს კომენტარის ვიდეო გააზიარა და ჯამბაზის ემოჯები დაურთო.