ფეხბურთი

12:14 | 9.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს „რეალში“ მისვლისას ვინისიუსი გუნდში დარჩება

მადრიდის „რეალის" გარემარბი ვინისიუს ჟუნიორი კლუბის დატოვებას არ გეგმავს და არცერთ წინადადებას არ განიხილავს - წერს ესპანური გამოცემა Marca.

წყაროს ცნობით, „რეალიც" ბრაზილიელთან განშორებას არ აპირებს და უახლოეს მომავალში მას ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ მიიჩნევს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფრანგი თავდამსხმელის კილიან მბაპეს სამეფო კლუბში მისვლა არანაირად არ იმოქმედებს ვინისიუსის მომავალზე, რომელსაც კილიანთან თამაში სურს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელით პსჟ იყო დაინტერესებული.

მიმდინარე სეზონში ვინისიუსმა ყველა ტურნირზე მონაწილეობა მიიღო 28 მატჩში, 18 ბურთი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. ბრაზილიელის ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულება კლუბთან 2027 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122119