ფეხბურთი

11:06 | 9.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ენდრიკი ბრაზილიის 2023 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

„პალმეირასის" თავდამსხმელი ენდრიკი გასული სეზონის ბრაზილიური პაულისტა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

გასულ სეზონში 17 წლის ბრაზილიელმა 53 მატჩი ჩაატარა, 14 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. 2023 წლის ბოლოს „პალმეირასი“ ბრაზილიის ჩემპიონი გახდა და მოიგო ქვეყნის სუპერთასი.

2024 წლის ზაფხულში ენდრიკი მადრიდის „რეალში" 45 მილიონ ევროდ გადავა. მოთამაშეს კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

მიმდინარე სეზონში ენდრიკმა ცხრა მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.129357