ფეხბურთი

10:24 | 9.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსმა“ მომავალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა გადაწყვიტა

„იუვენტუსმა“ გუნდის მომავალი მთავარი მწვრთნელის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

Calciomercato-ს ცნობით, ტურინული კლუბის ხელმძღვანელობამ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია „ბოლონიის“ დამრიგებელ ტიაგო მოტასთან, რომელიც მასიმილიანო ალეგრის შეცვლის.

მოტამ საფეხბურთო კარიერა 2018 წელს დაასრულა. მისი ბოლო კლუბი ფრანგული პსჟ გახლდათ. 2018/2019 სეზონში ის „სენ-ჟერმენის“19-წლამდელთა გუნდს ხელმძღვანელობდა, 2019 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით იტალიურ „ჯენოას,“ ხოლო 2021/2022 სეზონში „სპეციას.“

მიმდინარე სეზონში „ბოლონია“ მოტას ხელმძღვანელობით, სერია A-ს 31 მატჩის შემდეგ, 58 ქულით მეოთხე ადგილზეა.

0.115577