ფეხბურთი

2:36 | 9.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "არსენალი" პრემიერლიგაში საუკეთესოა და შეცდომის გარეშე უნდა ვითამაშოთ"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „არსენალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, სრულყოფილი თამაშის ჩატარება სჭირდებათ, რათა სასურველ შედეგს მიაღწიონ.

„სრულყოფილი თამაში დაგვჭირდება. "არსენალი" პრემიერლიგის საუკეთესო გუნდია, ამას სატურნირო ცხრილი და ყველა მონაცემი ადასტურებს. ეს ნამდვილად დიდი გამოცდა იქნება. ისინი უკვე მეორე წელია, რაც ასეთ მაღალ დონეზე თამაშობენ და ეს ყველაფერი არტეტას დამსახურებაა. ისინი დომინირებენ მსოფლიოს ურთულეს ლიგაზე, საკმარისია ამის თქმა. ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მეტი გამოცდილება გვაქვს, გვინდა ეს ფაქტორი ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ და მეტი გამოსავალი ვიპოვოთ მათთვის პრობლემების შესაქმნელად.

სეზონი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ კრიტიკა სამართლიანია. ბუნდესლიგაში ჩვენ არ გვქონდა საჭირო თანმიმდევრულობა და შიმშილი, რომელსაც ჩვენგან ყველა ელოდება. ახლა ჩემპიონთა ლიგაზე შეცდომების უფლება არ გვაქვს და ვეცდებით ამ მატჩებისთვის გულშემატკივრები ჩვენს მხარეს დავაბრუნოთ. გარწმუნებთ, რომ ბოლო მატჩამდე მიუნხენის „ბაიერნისთვის“ ყველაფერს გავცემ.

„სიტისთან“ გასულ სეზონში 0:3 მარცხი? გუნდისგან იგივე თამაში მინდა, მაგრამ განსხვავებული შედეგით. რთული მოსანელებელი მარცხი იყო, შედეგი გადამეტებული იყო. ჩვენ გვჭირდება ამ დონის მატჩის ჩატარება, ოღონდ სხვა შედეგით.

დარწმუნებული ვარ, კეინი ისე დაგვეხმარება როგორც ყოველთვის. ცხადია, ეს მისთვის განსაკუთრებული თამაშია“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, რომ „არსენალისა“ და „ბაიერნის“ მატჩი 9 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113031