ფეხბურთი

0:50 | 9.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"სამტრედიამ" ლაშა პარუნაშვილი დაიმატა

„სამტრედიამ“ გამოცდილი ნახევარმცველი ლაშა პარუნაშვილი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

პარუნაშვილი ბოლოს ყაზახურ „მექტაარალში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე რუსთავის „მეტალურგის“, „დინამო თბილისის“, „სიონის“, „ესბიერგის“ და „იბერიას“ წევრი იყო.

კარიერის საუკეთესო პერიოდი მან დანიურ „ესბიერგში“ 2016-20022 წლებში გაატარა. საქართველოს ნაკრებში მას ორი მატჩი აქვს ჩატარებული.

0.1194