ფეხბურთი

23:42 | 8.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "დე ლაურენტისი მზადაა კვარას შესანარჩუნებლად 2-3 კედელი აღმართოს"

იტალიელმა ჟურნალისტმა ჯოვანი სკოტომ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ამ ეტაპზე „ნაპოლის“ დატოვებას არ აპირებს და ჯერ კიდევ ელოდება დაპირებული კონტრაქტის გაუმჯობესებას.

„ბარსელონას“ კვარაცხელიას შეძენა სურს? ქართველი გადაწყვეტს, რომელსაც ჯერჯერობით, წასვლა არ მოუთხოვია. ის ელოდება კონტრაქტის პირობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, როგორც დაჰპირდნენ. არსებობს შეთანხმება ოსიმენის კონტრაქტის მსგავსი, რომელიც ზაფხულში პსჟ-ში წავა.

კვარაცხელია ფიქრობს, რომ კარიერა „ნაპოლიში“ განაგრძოს. როგორც ჭკვიანი და განათლებული ბიჭი, მას ურჩევნია მთავარი გმირი იყოს „ნაპოლის“ მსგავს გუნდში, ვიდრე ევროპულ გრანდში რიგითი მოთამაშე. ამ მომენტში საფრთხე არ არსებობს და ნებისმიერ შემთხვევაში, დე ლაურენტისი მზადაა აღმართოს არა ერთი, არამედ ორი-სამი კედელი მის შესანარჩუნებლად“, - თქვა სკოტომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.116842