ფეხბურთი

21:30 | 8.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგაში მოგერიებების რაოდენობით მამარდაშვილი ხუთეულშია

„ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ლა ლიგაში სეივების რაოდენობით მეხუთეა.

ქართველმა კიპერმა 30 შეხვედრაში 90 დარტყმა მოიგერია, შესაბამისად, საშუალოდ მატჩში 3 დარტყმას იგერიებს, რაც სეზონში მეხუთე შედეგია.

1. ფილიპ იორგენსენი (ვილიარეალი) – 118 სეივი (საშუალოდ თამაშში 4.07)

2. დავიდ სორია (ხეტაფე) – 100 (3.33)

3. პაულო გაზანიგა (ჟირონა) – 94 (3.13)

4. სტოლე დიმიტრევსკი (რაიო ვალეკანო) – 93 (3.10)

5. გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) – 90 (3)

გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში 11-ჯერ შეინახა კარი მშრალად და ამ მატჩებიდან „ვალენსიამ“ 8 მოიგო, ხოლო სამჯერ ფრეს დასჯერდა. „ღამურები“ სეზონის დასრულებამდე 8 ტურით ადრე მეშვიდე ადგილზე არიან და კონფერენს ლიგის საგზურისთვის იბრძვიან.

0.321343