ფეხბურთი

17:46 | 8.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" დროებით მწვრთნელად შეიძლება კლოზე დაინიშნოს

ტომას ტუხელი მიუნხენის „ბაიერნს“ სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს, მაგრამ შეიძლება კარისკენ მანამდეც მიუთითონ.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ტუხელისთვის ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩი „არსენალის“ წინააღმდეგ გადამწყვეტი იქნება. თუ „რეკორდმაისტერი“ ლონდონში დამარცხდება, შეიძლება დაითხოვონ.

გავრცელებული ინფორმაციით, ტუხელის დროებით შემცვლელად მიროსლავ კლოზეს განიხილავენ, რომელიც „ბაიერნში“ ჰანსი ფლიკის ასისტენტი იყო. კლოზეს თავის დროზე „ბაიერნშიც“ უთამაშია. მირო ბოლოს ავსტრიულ „ალტახს“ ავარჯიშებდა, ამჟამად კი, უგუნდოდაა.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნს“ მიმდინარე სეზონის გადასარჩენად მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა აქვს, რადგან გერმანიის თასიდან გავარდნილია, ხოლო ბუნდესლიგაში ჩემპიონობის შანსი პრაქტიკულად აღარ აქვს, რადგან „ლევერკუზენს“ 16 ქულით ჩამორჩება და სეზონის დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი.

0.118054