ფეხბურთი

10:53 | 8.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

დე ლაურენტისი: "ვაჩვენეთ, რომ ასეთ მდგომარეობას არ ვიმსახურებთ"

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი სერია A-ს 31-ე ტურში „მონცასთან“ გამარჯვებას გამოეხმაურა.

როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, სატურნირო ცხრილში ასე დაბალ პოზიციაზე ყოფნას (მე-7 ადგილი) არ იმსახურებენ.

„ვაჩვენეთ, რომ არ ვიმსახურებთ იმ სატურნირო ვითარებას, რომელიც გვაქვს. ასე გააგრძელეთ მომდევნო შვიდ მატჩში. ევროსაგზურისკენ!“, - დაწერა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ 48 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 14 აპრილს, „ფროზინონეს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124632