ფეხბურთი

23:37 | 7.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" "სამტრედიას" აჯობა და ლიდერს დაეწია

საქართველოს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურში გორის „დილამ“ „სამტრედია“ დაამარცხა და ლიდერს დაეწია.

რუი მოტას გუნდი ნიკა გაგნიძემ პენალტით დააწინაურა, რასაც ტაიმის ბოლოს აბუბაქარ კონტეს გოლი მოჰყვა. საბოლოო ანგარიში მეორე ტაიმში შოთა შეყილაძემ დააფიქსირა - 3:0. მატჩის მიწურულს სტუმრებს პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ პენალტი ზუსტად ვერ შეასრულეს.

„დილა“ 16 ქულით „იბერიასთან“ ერთად იყოფს ლიდერობას, თუმცა „დინამო ბათუმს“ ამ ტურში ჯერ არ უთამაშია. მომდევნო მატჩს გორელები 12 აპრილს, სწორედ ბათუმელებთან ჩაატარებენ. „სამტრედია“ 6 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო ტურში კონკურენტ „თელავს“ უმასპინძლებს.

„დილა“ – „სამტრედია“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 გაგნიძე (30, პენ), 2:0 კონტე (45), 3:0 შეყილაძე (67)

0.126716