კალათბურთი

9:45 | 7.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბატუტზე ხტომაში ახალგაზრდული გუნდის წევრებმა საქართველოს ჰიმნი მეორედ ააჟღერეს

გიმარაეშში (პორტუგალია), სადაც ბატუტზე მხტომელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობენ, საქართველოს ახალგაზრდული გუნდის წევრები კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე მეორედ ავიდნენ. გუნდურში ჩემპიონობის შემდეგ, ამჯერად წარმატება მიღწეულია სინქრონულ ხტომებში.

პირველ საფეხურზე ასვლა შეძლეს ანა ლაპიაშვილმა და მაია ბოჭორიძემ, რომელთა გამოსვლამაც მსაჯებისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი დუეტი გიმარაეშის კონტინენტის პირველობაზე სინქრონულ ხტომებში მოქმედი ჩემპიონის რანგში წარსდგა.

საპრიზო ადგილის დაკავებასთან ახლოს იყო ლუკა ლომთათიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილი. საკვალიფიკაციო ეტაპზე ვაჟებმა კარგად იასპარეზეს და ფინალში მესამე შედეგით გავიდნენ, მაგრამ ცოტა დააკლდათ და სამეულს ერთი საფეხურით ჩამორჩნენ.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1168