ფეხბურთი

0:12 | 7.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა 2: „არაგვი“ - დებიუტანტი ლიდერი

დღეს, 6 აპრილს, ეროვნული ლიგა 2-ის მე-5 ტურის მატჩები გაიმართა. მთავარი ამბავი გლდანის საფეხბურთო ცენტრში მოხდა, სადაც ლიდერმა „ვიტ ჯორჯიამ“ მესამე ადგილზე მყოფ დებიუტანტ „არაგვს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. გოლები თენგიზ ბრეგვაძემ და პაატა კიტეიშვილმა გაიტანეს.

ამრიგად, დავით ქოქიაშვილის შეგირდებმა 10 ქულა მოაგროვეს (ამდენივე აქვს „ვიტ ჯორჯიასაც“) და დამატებითი მაჩვენებლებით გალიდერდნენ. ვიტელები კი პირველად დამარცხდნენ მიმდინარე სეზონში.

„სიონმა“ გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით პირველად გაიმარჯვა. თანაც როგორ, 4:0 მოუგო „ლოკომოტივს.“ დუბლი მიითვალა გოჩა ცირდავამ, თითოც ლუკა ჩაგანავამ და დათა სიჭინავამ გაიტანეს.

„რუსთავმა“ ხობის „კოლხეთი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და 9 ქულით მესამე ადგილზე დადგა.

„გარეჯი“ კიდევ ერთ ამბიციურ დებიუტანტს, „შტურმს“ სართიჭალაში ჯაბა კასრელიშვილის გოლით უგებდა, მაგრამ მასპინძლებმა მოახერხეს და გაათანაბრეს ანგარიში (გოლი კონსტანტინე ციკალანოვის ანგარიშზეა).

ახლა „გარეჯს“ ისევე, როგორც „სპაერს“ 5 ქულა აქვს. ისინი მე-7-8 ადგილებს იყოფენ. არადა, გასულ სეზონში ორივე ელიტაში გადასასვლელ ფლეი - ოფში დამარცხდა. „გარეჯი“ – „სამტრედიასთან,“ „სპაერი - „თელავთან.“

ვიტ ჯორჯია - არაგვი 0:2, რუსთავი - კოლხეთი (ხობი) 1:0, სიონი - ლოკომოტივი 4:0, დინამო 2 - სპაერი 0:0, შტურმი - გარეჯი 1:1

0.121096