დღეს, 6 აპრილს, პრემიერლიგის 32-ე ტურის შაბათის სათამაშო დღეს, ტიტულის ორი მაძიებელი თამაშობდა „მანჩესტერ სიტი“ და „არსენალი.“ მესამე - „ლივერპული“ კვირას ტურის მთავარ შეხვედრაში „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება სტუმრად. ის თამაში თბილისის დროით 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
„არსენალმა“ „ბრაიტონს 3:0 მოუგო. მასპინძლებმა პირველი გოლი 33-ე წუთზე გაიტანეს, გუნდის გარემარბმა ბუკაიო საკამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად დაარტყა 62-ე წუთზე კაი ჰავერცმა „მეთოფეების“ უპირატესობა გააორმაგა. 86-ზე კი მანვე ბელგიელ ლეანდრო ტროსარს გაატანინა.
ამ გამარჯვების შემდეგ „არსენალმა“ 71 ქულა მოაგროვა ინგლისის ჩემპიონატის ცხრილს სათავეში მოექცა.
„სიტის“ „კრისტალ პალასთან“ გამარჯვებაზე უკვე ვწერდით. იქ საუკეთესო ბელგიელი კევინ დე ბრუინი გახლდათ, რომელმაც ორი ბურთი გაიტანა და ერთიც საგოლე გადაცემა შეასრულა.
მეოთხე ადგილზე მდგარმა „ასტონ ვილამ“ „ბრენტფორდს“ ვერ აჯობა - 3:3. თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ 2:0 იგებდა, 63-ე წუთისთვის კი 2:3 აგებდა… ბირმინგემელები ოლი უოტკინსმა გადაარჩინა მარცხს. მან 81-ზე გაათანაბრა ანგარიში. უოლიმ ამ მატჩში დუბლი შეასრულა, პირველი გოლიც მის ანგარიშზეა.
ინგლისი. პრემიერლიგა. 32-ე ტური. 6 აპრილი: კრისტალ პალასი - მანჩესტერ სიტი 2:4, ასტონ ვილა - ბრენტფორდი 3:3, ვულვერჰემპტონი - ვესტ ჰემი 1:2, ლუთონი - ბორნმუთი 2:1, ფულემი - ნიუკასლი 0:1, ევერტონი - ბარნლი 1:0, ბრაიტონი - არსენალი 0:3