კალათბურთი

12:20 | 6.04.2024 | ნანახია 787 - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის 15 ქულა "ნიუ ორლეანთან" (+VIDEO)

სანდრო მამუკელაშვილმა ბოძებული შანსი გამოიყენა და სასტარტო ხუთეულში დაყენება გრეგ პოპოვიჩს კარგი თამაშით დაუფასა. ყველაზე მთავარი კი ლეგენდარული მწვრთნელისთვის ის გახლავთ, რომ ამ ყველაფერთან ერთად სან ანტონიომ გასვლითი გამარჯვება მოიპოვა, თანაც ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე დომინანტი ცენტრის – იონას ვალანჩუნასის ნიუ ორლეანთან.

ეს ყველაფერი კი 3 მატჩის წინ დაიწყო, როცა პოპოვიჩმა მამუკელაშვილი 20+ წუთით ათამაშა და ქართველმა ფორვარდმაც ორმაგი დუბლი შეასრულა. მანამდე ქართველ ცენტრს მოედანზე ყოფნა რამდენიმე წუთით, ხშირ შემთხვევაში, უიმედო მატჩის ბოლო წუთებზე უწევდა – როგორც ეს რიგითი სათადარიგოების ბედია. გარდატეხა 1 აპრილს მოხდა, როცა წინა მატჩში უთამაშებელი მამუკელაშვილი მწვრთნელმა გოლდენ სტეიტთან ადრიანად ჩართო თამაშში და მოედანზე მთლიანობაში 25 წუთი გაატარებინა. მამუმაც 10 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა, ხოლო მომდევნო მატჩში, დენვერ ნაგეტსთან იგივე დროში ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.

ამ ყველაფრის შემდეგ სანდროს შესაძლებლობებზე ამერიკული მედია ალაპარაკდა და ცხადია, სან ანტონიოს სამწვრთნელო შტაბმაც ლოგიკური დასკვნები გააკეთა. მორიგ მატჩში, რომელიც ჩვენი დროით, დღეს, გამთენიისას ნიუ ორლეანში გაიმართა, ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო. მამუმ მოედანზე მთლიანობაში 27 წუთი გაატარა, რა დროშიც ბურთი არ დაუკარგავს, მონაგარი კი საკმაოდ ბარაქიანი ჰქონდა – 15 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება. სანდრომ 8-დან 6 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო კი ააცილა.

სან ანტონიომ გუნდურად, საკმაოდ აწყობილად ითამაშა – ხუთივე სასტარტომ მონაგარი ორციფრიანი რიცხვით გამოხატა, რომელთაგან ყველაზე მეტი – 17 ქულა ფრანგმა ვუნდერკინდმა, მომავალმა სუპერვარსკვლავმა, ვიქტორ ვემბანიამამ მიითვალა. ვემბას სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა – 12 მოხსნა და 9 პასიც მიითვალა. სხვათა შორის, ვემბანიამასა და მამუკელაშვილის მოედანზე ერთად ყოფნამ კარგი შედეგი გამოიღო. ქართველი ფორვარდი ვემბას ხშირ შემთხვევაში აზღვევდა და თავადაც, დამცველთა ფრანგზე გადატანილი ყურადღებით სარგებლობდა.

დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზე მყოფ სან ანტონიოს რეგულარულ ჩემპიონატში 4 მატჩის ჩატარება დარჩა, რის შემდეგაც სეზონს დაასრულებს. სფურსი სტუმრად მემფისს და ოკლაჰომას შეხვდება, ხოლო ბოლო ორ მატჩში ჯერ დენვერს, შემდეგ კი დეტროიტს უმასპინძლებს.

GBF.GE


კომენტარები (25)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:03 | 08.04.2024
zviadi-shxefi (6306)

გოლდდნი-ლეიკერსი იქნება მაგარი ომი. მერვე/მეცხრე ადგილებისთის იქნება მგონი ეგ თამაში

22:57 | 08.04.2024
zviadi-shxefi (6306)

ინდიანამ ფილა/მაიამი გაუშვა ბოსტონ/ბაქსთან

22:56 | 08.04.2024
zviadi-shxefi (6306)

დალასმა ზღაპარში მოიგო.

ლუკას 30 ქულა მგონი ეყოფა დარჩენილ 4 თამაში და ვერავინ დაასწრებს ამ სეზონში ჩაგდებული ქულებით. ვერც საშუალო მაჩვენებლუთ ჯობნის ვინმე

16:02 | 08.04.2024
Kobe Bean (21683)

ლუკა რაცაა ყველამ იცის უკვე მაგრამ კაირიც რა ფორმაში შევიდა,ბრავო ირვინგი.მაგან თუ მასე ითამაშა პლეიოფში,ნაღდად ექნება დალასს შანსები

15:59 | 08.04.2024
Kobe Bean (21683)

ეხლა სამივეც რომ მოიგოს შეიძლება მეცხრე ადგილს მაინც ვერ აცდეს.კაროჩე რა არ უნდა წაეგოთ დღეს დილას.ბექთუბექის გამო დაისვენა იმ მზემ მაგრამ ასეთ დროს დასვენება იქნებოდა?24 პასი დარჩა 11 ათასამდე და 3 თამაშში ან გააკეთებს და ან არა.იმედია ითამაშებს სამივეს,ბექთუბექი არცერთი აღარაა და არის შანსი რომ ყველა თამაშში იკადროს პარკეტზე გამოსვლა

15:54 | 08.04.2024
Kobe Bean (21683)

სად წააგო ლეიკერსმა დილით,გაირთულა საქმე.ჯეიმსს ეტყობა ფაღარათი ქონდა და ამიტომ დაისვენა.რატომ აკეთებს ეგ კაცი ასეთ გადამყვეტ თამაშებში გუნდის დაღალატებას ვერ გავიგე

12:28 | 07.04.2024
Kobe Bean (21683)

კაროჩე ლეიკერსის ან დალასის ჩემპიონობა მინდა,დიდი ალბათობით ვერცერთი ვერ გახდება მარა მაინც)))გამოუშვან ლუკა სტეფილში და ელეის ჩემპიონობაც წამოვა და ორიდან ერთ გუნდზეც ჩამოვალ ქომაგობის ამბავში))))

12:22 | 07.04.2024
Kobe Bean (21683)

ვინსენტიც ვერაფერს ვერ აკეთებს,ჯერ ხო მთელი სეზონი ლაზარეთშია და ეხლაც რაც ითამაშა ძაან ცუდი იყო ყველგან.არადა დინვიდი-ვინსენტის დუეტმა რომ დადოს ნორმალური დონე,რასაც აქამდე დებდნენ,სერიოზულად გააძლიერებენ ელეის

12:20 | 07.04.2024
Kobe Bean (21683)

დინვიდი მართლა ძაან ცუდია,ასე ცუდად არასდროს არ უთამაშია მაგ მოთამაშეს და რა ჭირს რთული ასახსნელია.რო არ იცოდე ადრე როგორ თაშობდა ჯილიგის დონე გეგონება.იმედია ცოტა მაინც აკრიფავს.დამატების აზრი ის იყო რომ უფასო შევსება იყო და ასეთ ცუდ თამაშსაც არ ელოდნენ

01:37 | 07.04.2024
Ginóbili_20 (121)

ამ დენვიდის დამატების აზრს ვერ ვიგებ რა საშინელი სტატისტიკით დაიმატეს ტიპი, მაგას რა უნდა ეთამაშა, რა როულ ფლეიერი ვაფშე სადაა ეგეც არ იცის ტიპმა. იმენა ზეროა. მაგაზე დიდი დროის მიცემა არის ზარალი.

01:38 | 07.04.2024
Ginóbili_20 (121)

ერთი ნორმალური თამაში ვერ ითამაშა ტიპმა რაც გადმოვიდა ამდენი ხანია.

00:23 | 07.04.2024
Kobe Bean (21683)

ლეიკერსი-კლივლენდი მიდის,მთავრდება ტაიმი და დილო პრაიმ სტეფივით ყრის სამიანებს)))ბოლოდროს მართლა მაგარ ფორმაშია და მაგან თუ ეგ ფორმა პლეიოფშიც შეინარჩუნა,მაშინ პრობლემები ექმნებათ ელეის მეტოქეებს

01:36 | 07.04.2024
Ginóbili_20 (121)

მაგაზე ვსაუბრობ რამდენი ხანია რო დეანჯელო წელს რეალურად ფრინავს, ნუ რეგულარულშიასეა. როგორი რბილი მაჯა აქ გგონია რო რასაც ისვრის ყველაფერს ჩააგდებს. და ისედაც ძაან ლამაზად თამაშობს.

23:01 | 06.04.2024
Kobe Bean (21683)

დონჩიჩს რაც შეეხება,თავისუფლად შეიძლება 40 ქულიანი სერია რომ დადოს იგივე კლიპერსთანაც

23:00 | 06.04.2024
Kobe Bean (21683)

ბაბუა რას იზამს წელს პლეიოფში ეგ მაინტერესებს მაგრად,ოღონდ გავიდეს ჯერ ელეი.მგონია რომ გაუჭირდება თუნდაც 25 ქულიანი სერიის დადება მაგრამ გუნდს მაინც გამოადგება

23:04 | 06.04.2024
Kobe Bean (21683)

ვფიქრობ გადამწყვეტი მომენტებისთვის შეინახავს ბაბუა ენერგიებს,მანამდე რივზი რასელი ეიდი იმუშავებენ

22:55 | 06.04.2024
Kobe Bean (21683)

ან ვაბშე რას გავჭლაჭეთ ეს კავაიც,2019 წლის პლეიოფია მაგის კარიერა,მეტი არაფერი.კი გასაგებია ტრავმებმა დაატორმუზა მაგრამ რეალობა ეგაა

22:53 | 06.04.2024
Kobe Bean (21683)

დონჩიჩი დღეს ბევრად უფრო მაგარია ვიდრე 2020 და 2021-ში იყო როცა შეხვდა კლიპერსს.პლუს კიდევ კაირიც ყავს ეხლა.მე მგონია რომ გააგდებენ გინდა ყავდეს კავაი და გინდა არა.ეგ კავაიც აღარაა ისეთი როგორიც ადრე იყო,ამდენი ტრავმა მოქმედებს ყველაზე

22:41 | 06.04.2024
Kobe Bean (21683)

კავაი რომ გააკლო კლიპერსს,ულაპარაკოდ გააგდებს დალასი,მიუხედავად იმისა რომ ჯორჯი ჰარდენი და ვესტბრუკი რჩებიან.არც კავაიანი კლიპერსის გაგდება არ გამიკვირდება,მაგრამ სასურველი მეტოქე რომ არაა ჯანმრთელი კლიპერსი რად უნდა საუბარი

22:27 | 06.04.2024
zviadi-shxefi (6306)

კლიპერსი კავაის ფაქტორიდან გამომდინარე 3 ნომრის პოზიციაზე ჯობს დალასს და ასევე სკამით, ცენტრზე მაინც თანაბრად შევაფასოთ და დანარჩენ 3 პოზიციაზე დალასი ჯობია

19:01 | 06.04.2024
Kobe Bean (21683)

დალასი თუ ხუთეულში შევიდა(და შევა ალბათ უკვე),დონჩიჩს უნდა მიცენ მვპ.კი კარგი იყო შაი და იოკიჩი ხო სულ მვპ-ის პრედენდენტია,მაგრამ ის რაც ლუკამ აკეთა ამ რეგულარულში არავის არ უკეთებია

18:57 | 06.04.2024
Kobe Bean (21683)

მაგრამ კლიპერსი იმდენად მზე ორგანიზაციაა შეიძლება კი მოისროლოს დალასმა.გამოუწერენ კავაის დასვენებას და ეგაა,დამთავრდება კლიპერსი)))ისედაც დონჩიჩი ამაზე უარეს სიტუაციაში ექაჩავა უფრო დალაგებულ კლიპერსს და ეხლაც არ იქნება უშანსოდ.კაირი ყავს ბოლო-ბოლო და მთლად მარტო აღარაა

18:52 | 06.04.2024
Kobe Bean (21683)

იმ მდგომარეობიდან გამომდინარე რაშიც ეხლაა ლეიკერსი,სეზონის ეს ეტაპი აღარაა საშიში ელეისთვის.მეფე შედის ხოლმე ფორმაში ასეთ დროს და მაგ გუნდებს დაქოქილი ლებრონა მიხედავს.ჩათვალეთ ლეიკერსისთვის ფაქტიურად პლეიოფები მიდის უკვე და ჩაირთვება ბაბუა)))დალასმა პლეიოფი ფაქტიურად გაინაღდა მაგრამ იქ დიდი ალბათობით კლიპერსზე გავლენ და რამდენად აწყობთ ეგაა საქმე.

18:48 | 06.04.2024
Kobe Bean (21683)

ინგრამის ტრავმის შემდეგ პელიკანსი გაიწირა პლეიინისთვის და იქაც მარტივად წააგებს ყველასთან თუ ბიაი დროზე არ დაბრუნდა.გამოისვეს ბიაის გარეშე ბოლო თამაშებში და არც მომავალში ელით კარგი დღეები.ლეიკერსს შანსი გაუჩნდა 7-8 ადგილებზე დაასრულოს სეზონი(თუ პირდაპირ ექვსეულშიც არა) და პლეიინში 1 მოგებით შეძვრეს პლეიოფში.დიდი სხვაობაა 7-8 და 9-10 ადგილებს შორის.მარტო 2 მოგება არა(თუმცა მთავარი მაინც ეგაა),მერე ფაქტიურად დასვენებისთვის დრო აღარაა და განწირული ხდები 1 ადგილოსანთან პლეიოფში.ლეიკერსი დარჩენილი 5-დან 4-ს მაინც მოიგებს თუ ხუთივესაც არა.საკრამენტოს ამდენმა წაგებამ მიცა შანსი და ნუ პელიკანსმა რატომაც წააგო ცხადია.არაფერი რთული კალენდარი არ აქვს ელეის,სტეფილში იღებს კლივლენდს,მინოსეტას(რომელსაც თაუნსი არ ყავს) და გოლდენს.სამივეს უნდა მოუგოს და გასვლები მემფის-პელიკანსთან ასევე არაა რთული თუ ინგრამი არ დაბრუნდა

18:01 | 06.04.2024
zviadi-shxefi (6306)

დასავლეთში ხუთეული პრაქტიკულად გაინაღდა დალასმა. კონკურენტებზეც წინ არიან და მშვენიერი კალენდარიც აქვთ. თუ ექნათ შანსი კლიპერსის გადასწრების დარჩენილი ხუთიდან ოთხს მოიგებენ

ფინიქს აქვს ურთულესი კალენდარი მაგრამ ჯანმრთელად არიან და შეუძლიათ მეექვსე ადგილის შენარჩუნება

პელიკანსი ინგრამის გარეშე დარჩენილი ხუთიდან 4 თამაშში ღრმა აუტსაიდერია და მაქსიმუმ მეცხრე ადგილი მოიპოვონ

საკრამენტოს კი აქვს უკვე იოლი კალენდარი მაგრამ ბოლო წაგებებმა ძალიან შეუმცირა პლეიოფის შანსი

ლეიკერსს 2 ურთულესი მატჩი აქვს მგლებთან და მეომრებთან, თუ ეგ მოიგეს დანარჩენებსაც მოიგებენ და პლეიოფში თუ არა მსშვიდე ადგილზე მაინც გავლენ

გოლდენს მშვენიერი კალენდარი აქვს და თუ ხუთივე არა ოთხს მაინც მოიგებენ. თუმცა მაქსიმუმი მეცხრე ადგილი მგონია

პლეი-ინში ალბათ ასე დაწყვილდებიან

ლეიკერსი-კინგზი

გოლდენი-პელიკანსი

17:35 | 06.04.2024
zviadi-shxefi (6306)

აღმოსავლეთშიც მაგარი ომია ექვსეულისთვის სადაც 5 ადგილისთვის 7 გუნდი იბრძვის. ბაქსი სხვებზე წინაა მაგრამ სხვებზე ცუდი კალენდარი აქვთ და სხვებზე ცუდი მწვრთნელი ყავთ

17:30 | 06.04.2024
zviadi-shxefi (6306)

ორლანდომ შარლოტთან წაგებით ძალიან გაირთულა საპლეიოფო შანსები. სულაც არ მეწყინება საერთოდაც რომ ვერ მოხვდნენ მანდ. სანამ გოგა ყავდათ ძირითადში მოგებას მოგებაზე აღწევდნენ. დარჩენილ თამაშებში ნაიამის და ფილას ყველა თამაშის მოგება შეუძლიათ, ინდიანამ მაქსიმუმ მაიამისთან წააგონ. ორლანდოს კი ბოლო 3 თამაში ისეთი აქვს შეიძლება სამივე უშანსოდ წააგოს და მათაც დაუგროვდებათ 35 წაგება როგორც ფილას და ინდიანა/მაიამისგან ერთერთს. არც ჩიკაგოსთან ელით გასეირნება

17:22 | 06.04.2024
zviadi-shxefi (6306)

როცა დრო ეძლევათ ჩვენს ბიჭებს შედეგსაც დებენ. ზაზასაც პირველად ნდობა მილუოკიში გამოუცხადეს (კიდი იყო მთავარი მწვრთნელი). მილუოკის ჩათვლით კი მხოლოდ 5 სეზონი ითამაშა მერე ლიგაში. მაგ ხუთიდან ორჯერ ბეჭედი მოიგო როგორც გუნდის ძირითადმა ცენტრმა, ხოლო ერთხელ დალასში ასპარეზობისას ცოტაცდა ყველა ვარსკლავთა მატჩზეც მოხვდა

0.128199