სხვა

0:15 | 6.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბატუტზე მხტომელებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს

ბატუტზე მხტომელთა ევროპის ჩემპიონატზე შედეგიანი ასპარეზობა ჰქონდა საქართველოს ქალთა ნაკრებს - ლუბა გოლოვინა, მარიამ რაგიმოვი, ანანო აფაქიძე და თეონა ჯანჯღავა კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდნენ.

ჩვენი ოთხეული საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ, პირველი ადგილით გავიდა ფინალში, მაგრამ საფრანგეთთან გადამწყვეტ შეხვედრაში უკეთესი მაჩვენებელი მეტოქეს აღმოაჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ამავე ოთხეულმა შარშან ნოემბერში ბირმინგემის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩინეთისა და საფრანგეთის გუნდების შემდეგ მესამე ადგილით ისტორიულ შედეგს მიაღწია.

GEONOC.ORG.GE

0.112939