„ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიაზე ცოტას არავინ გამოიმუშავებს მინდორზე გატარებული წუთების მიხედვით.
იტალიური მედიაში გავრცელდა მონაცემები, თუ ვინ რამდენს გამოიმუშავებს საშუალოდ წუთში. ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში მინდორზე 3 005 წუთი გაატარა, მისი წლიური ხელფასიდან გამომდინარე კი (1.5 მილიონი ევრო), საშუალოდ წუთში 512 ევრო გამოსდის.
ამაზე დაბალი მაჩვენებელი გუნდში არავის აქვს. მაგალითად, ვიქტორ ოსიმენის ხელფასი წელიწადში 12 მილიონია და მოედანზე გატარებულ წუთში საშუალოდ მას 6 726 ევრო ერგება.
ეს კიდევ არაფერი, სავალალოა მონაცემები იმ ფეხბურთელებთან შედარებით, რომლებიც ნაპოლისთვის პრაქტიკულად არაფერს წარმოადგენენ. მაგალითად, იანვარში შეძენილ ლეანდერ დენდონკერს წლიური ხელფასი 2.2 მილიონი აქვს. მან მხოლოდ 17 წუთი ითამაშა დღემდე და საშუალოდ წუთში 129.412 ევრო გამოსდის.
ზოგადად, კვარაცხელიაზე დაბალი ხელფასი წელიწადში „ნაპოლიში“ მხოლოდ სათადარიგო მეკარეებს, ნიკიტა კონტინის და პიერლუიჯი გოლინის, ასევე, ჰამედ ჟუნიორ ტრაორეს და ნათანს აქვთ.
სრული მონაცემების ხილვა მოცემულ ფოტოზე შეგიძლიათ: