ხვიჩა კვარაცხელია გამოჯანმრთელდა და სერია A-ს უახლოეს ტურში ითამაშებს. როგორც „ნაპოლის“ ვებგვერდი წერს, ქართველმა დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.
ხვიჩამ მცირე დაზიანება საქართველო-საბერძნეთის მატჩში მიიღო, რის გამოც „ატალანტასთან“ ვერ ითამაშა და დღემდე სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობდა.
იტალიური მედია ვარაუდობს, რომ „მონცას“ წინააღმდეგ კვარაცხელია მოედანზე პირველივე წუთიდან გავა.
შეგახსენებთ, „მონცა“ – „ნაპოლის“ მატჩი 7 აპრილს გაიმართება.