სხვა

11:26 | 5.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

CT/კტ კვლევა - როდის არის საჭირო მისი ჩატარება და რა უნდა ვიცოდეთ

კომპიუტერული ტომოგრაფია კტ (CT) არის დიაგნოსტიკის მეთოდი, რომელიც წარმოადგენს რენტგენის სხივებზე დაფუძნებულ კვლევას. მრავალი სხვადასხვა მიმართულებით გატყორცნილი სხივების საშუალებით, კომპიუტერული ტომოგრაფი გვაძლევს სამ განზომილებიან გამოსახულებას, რისი მეშვეობითაც ვიზუალიზაცია გამარტივებულია და დიაგნოსტიკა უფრო მაღალი სიზუსტით არის შესაძლებელი.

ექიმმა კომპიუტერული ტომოგრაფია (CT/კტ) სხვადასხვა მიზნით შეიძლება დაგინიშნოთ:

  • კუნთებისა და ძვლების პათოლოგიების დიაგნოსტიკისთვის (მაგალითად, ძვლის სიმსივნის ან მოტეხილობის);
  • სიმსივნის, ინფექციის ანთრომბის მდებარეობის და გავრცელების დასადგენად;
  • ისეთი პროცედურების დაგეგმისთვის, როგორიც არის ქირურგია, ბიოფსია და სხივური თერაპია;
  • ისეთი დაავადებების დიაგნოსტიკისა და მიმდინარეობის კონტროლისთვის, როგორიცაა კიბო, გულის დაავადება, ფილტვის კვანძები და ღვიძლის სიმსივნე;
  • მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგისთვის (მაგ. კიბოს მკურნალობისას) და შინაგანი ორგანოზების დაზიანებების მაღალი რეზოლუციით ვიზუალიზაციისთვის.

რა რისკები უკავშირდება კომპიუტერულ ტომოგრაფიას (CT/კტ)?

რადიაციული გამოსხივება

CT/კტ - კვლევის დროს პაციენტს იონურ გამოსხივებასთან უწევს კონტაქტი, რადიაციის ეს მცირე რაოდენობა სამომავლოდ ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა დიდი დოზით მიღება არ არის რეკომენდირებული. ზოგადად, CT/კტ - კვლევის დროს გამოყენებული რადიაციის დოზა შედარებოთ უფრო დიდია, ვიდრე რენტგენის გადაღების დროს, თუმცა სწორედ ეს შედარებით დიდი დოზა განაპირობებს იმას, რომ კომპიუტერული ტომოგრაფია ბევრად უფრო დეტალურ შედეგებს იძლევა.

საერთო ჯამში, CT/კტ - კვლევისგან მიღებული სარგებელი აღემატება მასთან დაკავშირებულ მცირე პოტენციურ რისკს. ექიმები, როგორც წესი, რადიაციას იყენებენ მაქსიმალურად მცირე დოზით საჭირო სამედიცინო ინფორმაციის მისაღებად. ასევე, რაც უფრო ახალი და სწრაფია ტომოგრაფი, მით უფრო მცირე დოზით იყენებს რადიაციას, ძველ აპარატთან შედარებით.

ავერსის კლინიკაში არსებული Canon – Aquilion One/Genesis კი უახლესი მოდელის, 640-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფია. იგი ხელოვნური ინტელექტითაა აღჭურვილი, რის გამოც ახასიათებს:

  • 80%-ით შემცირებული დასხივება;
  • კვლევის შემცირებული ხანგრძლივობა (რამდენიმე წამი სჭირდება კვლევისთვის);
  • უმაღლესი ხარისხის გამოსახულება5 მმ სიზუსტით.

კომპიუტერული ტომოგრაფის (CT/კტ) სხვა ბენეფიტები:

  • ჭარბწონიანი პაციენტების გამოკვლევის საშუალება;
  • მეტალის იმპლანტის არტეფაქტების მოხსნის ფუნქცია;
  • გულის მკვებავი სისხლძარღვების, კორონარების შევიწროვების (სტენოზის) ხარისხის და ათეროსკლეროზული ფოლაქების შეფასება - კტ კორონაროგრაფია.

საფრთხე ორსულთათვის

პაციენტის ორსულობის შესახებ ექიმს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ინფორმაცია. ორსულობისას კომპიუტერული ტომოგრაფია არ არის რეკომენდებული. ორსულისთვის ექიმმა შესაძლოა, სხვაგვარი კვლევის ჩატარება მიიჩნიოს უმჯობესად, მაგალითად, ულტრაბგერითი ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის, რათა ნაყოფის დასხივებას აარიდოს თავი.

რეაქცია კონტრასტზე

ზოგიერთი შემთხვევების დროს ექიმმა, შესაძლოა, სპეციალური ნივთიერების - კონტრასტის გამოყენების რეკომენდაცია მოგცეთ. კონტრასტი წარმოადგენს ნივთიერებას, რომელსაც ან ხსნარის (სითხის) სახით დალევთ ან თქვენს ორგანიზმში შეიყვანენ ინტრავენურად კვლევის პროცესში.

კონტრასტზე რეაქციების უმრავლესობა მეტწილად სუსტია და გამონაყრით ან ქავილით გამოიხატება. იშვიათ შემთხვევებში კი შესაძლოა სერიოზული ალერგია (ანაფილაქსია) გამოიწვიოს. ამიტომ, ექიმს აუცილებლად უნდა უთხრათ თუკი ოდესმე ალერგიული რეაქცია გქონიათ, კონტრასტზე ან იოდის შემცველ საშუალებებზე.

როგორ უნდა მოემზადოთ კტ კვლევისთვის?

იმის მიხედვით, თუ სხეულის რომელი ნაწილის სკანირება გსურთ, შესაძლოა სხვადასხვაგვარად მოგიწიოთ მომზადება გამოკვლევისთვის.

  • შესაძლოა ტანსაცმლის ნაწილობრივ ან მთლიანად გახდა და ხალათის ჩაცმა დაგჭირდეთ ;
  • მეტალის ნივთების მოშორება (ქამრის, სამკაულის, კბილის პროთეზის, სათვალის);
  • კვლევამდე რამდენიმე საათით ადრე საკვების ან სასმლისგან თავის შეკავება.

ბავშვის მომზადება კტ კვლევისთვის

თუკი თქვენს ჩვილ ან მცირეწლოვან ბავშვს უკეთებთ კომპიუტერულ ტომოგრაფიულ, კტ კვლევას ექიმმა, შესაძლოა, დამამშვიდებელი საშუალების მიღების რეკომენდაცია მოგცეთ, რათა ბავშვი გაუნძრევლად და მშვიდად იყოს - მოძრაობისას გადაღებული სურათი, როგორც წესი, უფრო ბუნდოვანი გამოდის, რამაც შეიძლება არასწორ დიაგნოზამდე მიგვიყვანოს.

რას უნდა ელოდოთ კტ კვლევის დროს?

კტ სკანირება უმტკივნეულოა და ახალი ტომოგრაფებით რამდენიმე წუთი გრძელდება, როგორც წესი, ავერსის კლინიკის უახლესი აპარატებით კი მხოლოდ რამდენიმე წამია საჭირო.

პროცედურის დროს

კტ სკანირებისას პაციენტი დაწოლილ მდგომარეობაშია მოთავსებული სპეციალურ მაგიდაზე, შესაძლოა, პოზიციის დასაფიქსირებლად ბალიში გამოიყენოს ექიმმა. სკანირებისას მაგიდა მოძრაობს, ხოლო დეტექტორები და რენტგენის ნაწილი ტრიალებს პაციენტის გარშემო. თითო ბრუნვისას სხეულის ნაწილებზე რამდენიმე სურათს იღებს. ოპერატორი სხვა ოთახში ზის და პაციენტის ხმის გაგონება შეუძლია. მასთან კონტაქტი შესაძლებელია და შეიძლება სუნთქვის შეკავება სთხოვოს პაციენტს ზოგიერთ მომენტში, რათა სურათები ბუნდოვანი არ გამოვიდეს.

რეკომენდაცია პროცედურის შემდეგ

გამოკვლევის შემდეგ ჩვეულებრივ რუტინას უბრუნდებით. კვლევისას ინტრავენური კონტრასტის გამოყენების შემთხვევაში, უშუალოდ სკანირების შემდეგ დღის განმავლობაში სითხის მიღებაა რეკომენდირებული, რათა კონტრასტი გამოიდევნოს ორგანიზმიდან.

შედეგები

კტ-ს სურათებს რადიოლოგი აღწერს და თქვენს მკურნალ ექიმს მიეწოდება დასკვნა.

დეტალური უპირატესობები, რომლებიც ავერსის კლინიკის კომპიუტერულ ტომოგრაფებს ახასიათებთ:

  • გვაძლევენ საუკეთესო გამოსახულებას დაბალი გამოსხივებით კვლევის ჩატარების დროს, რაც მეტად სასარგებლოა იმ პაციენებისათვის, რომლებსაც სხვადახსვა დაავადებების დროს უწევთ რუტინულად კტ კვლევების ჩატარება;
  • კტ-ანგიოგრაფიის ჩატარების შესაძლებლობა - მცირე კალიბრის სისხლძარღვების შესაფასებლად;
  • ხელოვნური ინტელექტი- პაციენტის მონაცემების შეყვანის შემდეგ (ასაკი, წონა, სქესი) აპარატი თვითონ არჩევს გადაღების რეჟიმს და იძლევა პაციენტის ნაკლები დასხივებით მაღალი ხარისხის ინფორმაციას, რაც რადიოლოგს შესაძლებლობას აძლევს მაღალი სიზუსტით დიაგნოსტირება შეძლოს;
  • თავის ტვინის, ღვიძლის, ფილტვების პერფუზიის უმოკლეს დროში ჩატარების შესაძლებლობა;
  • Semar პროგრამის დახმარებით ლითონის არტეფაქტების მოხსნა და იმპლანტების მდგომარეობის შეფასებაა შესაძლებელი;
  • აპარატები შექმნილია მაღალი ხარისხის გამოსახულების მისაღებად, შესაძლებელია5მმ-იანი ჭრილების სიზუსტით გამოკვლევა;
  • ჭარბწონიანი პაციენტების კვლევის შესაძლებლობა (დამოკიდებულია სხვა ფაქტორებზეც და ამ შემთხვევაში სასურველია კვლევამდე პაციენტი მოვიდეს კლინიკაში);
  • განიერი და მოკლე გვირაბი - რაც მეტად კომფორტულია კლაუსტროფობიის მქონე პაციენტებისთვის.

640 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი Canon Aquilion One Genesis "ავერსის კლინიკაში":

®

0.120325