ფეხბურთი

23:50 | 4.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილის მე-11 მშრალი მატჩი ლა ლიგაში, "ვალენსიამ" მოიგო (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგაში 26-ე ტურის გადადებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც „ვალენსიამ“ სტუმრად „გრანადა“ დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის ერთადერთი გოლი 77-ე წუთზე გავიდა, რომელიც ანდრე ალმეიდას აქტივშია. მოგებაში დიდი წვლილი აქვს გიორგი მამარდაშვილსაც, რომელმაც გოლი ისევ არ გაუშვა და 3 სეივი მიითვალა.

ქართველმა მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 30-ე მატჩში მე-11-ედ შეინახა კარი მშრალად. მას 32 გოლი აქვს გაშვებული.

„ვალენსია“ 44 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო ტურში 15 აპრილს, პამპლონაში, „ოსასუნას“ დაუპირისპირდება.

0.121118