ფეხბურთი

18:20 | 4.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

16 წლის ვახტანგ სალია ევროპული გრანდების ინტერესის სფეროში

ბრიტანული გამოცემა HITC-ის ცნობით, „დინამო თბილისის“ ნიჭიერი თავდამსხმელი ვახტანგ სალია ლონდონის „არსენალის“ და „მანჩესტერ სიტის“ ინტერესის სფეროში მოხვდა.

სავარაუდოდ, თავდაპირველად საუბარი ხსენებული კლუბების ახალგაზრდულ გუნდში წაყვანაზეა, მაგრამ წყაროს თანახმად ინტერესი ორივე კლუბისგან არსებობს. გარდა ამისა, სალიას შესახებ ინფორმაციას ფლობენ „ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნიატედიც“.

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, ბოლო კვირებში 16 წლის თინეიჯერმა „რეალის“, „ატლეტიკოს“, „ბარსელონას“, „პარი სენ-ჟერმენის“, „ბაიერნის“ და „დორტმუნდის“ ყურადღებაც მიიქცია. ევროპულ კლუბებს ხვიჩა კვარაცხელიას მაგალითი აქვთ და ნიჭიერი ფეხბურთელის განვითარების პროცესს აქტიურად ადევნებენ თვალს.

სხვათა შორის, არ გამორიცხავენ, რომ სალია ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების საბოლოო განაცხადშიც კი მოხვდეს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული არასდროს ყოფილა.

მიმდინარე სეზონში ვახტანგ სალიამ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 6 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა. ის საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეა (16 წლის) და სხვათა შორის, სწორედ კვარაცხელიას რეკორდი გააუმჯობესა.

0.116469