ფეხბურთი

15:32 | 4.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს გუნდთან ერთადაც ივარჯიშა

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს გუნდთან ერთად ვარჯიში მოახერხა. ამის შესახებ იტალიური კლუბის ვებგვერდი იტყობინება.

კვარამ და სირილ ნგონგემ დღეს ნაწილობრივ ინდივიდუალურად, მაგრამ ნაწილობრივ გუნდთან ერთადაც ივარჯიშეს. შესაბამისად, კვარას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს.

დიდი ალბათობით, 23 წლის ქართველი ფეხბურთელი „მონცას“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.

შეგახსენებთ, „მონცა“ – „ნაპოლის“ მატჩი 7 აპრილს გაიმართება. ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ რიგებში ჩატარებულ 38 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი, ხუთჯერ საგოლე პასი გააკეთა და ორჯერაც პენალტი მოიპოვა.

0.107708