ჭიდაობა

21:20 | 4.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული მოჭიდავეთა ნაკრები ბაქოში ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირზე იასპარეზებს

ბაქოში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი გაიმართება, რომელშიც ქართველი მოჭიდავეებიც მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა პარიზის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზე ასეთია:

60 კგ - ლერი აბულაძე

67 კგ - დიეგო ჩხიკვაძე

77 კგ - იური ლომაძე

87 კგ - გურამ ხეცურიანი

97 კგ - რობერტ კობლიაშვილი

130 კგ - სულხან ბუიძე

ბაქოში 5-8 აპრილს გასამართ ტურნირზე ოლიმპიადის ლიცენზიებისთვის ბრძოლაში ევროპელი მოჭიდავეები ჩაებმებიან. პარიზის საგზურს ფინალისტები მოიპოვებენ.

პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია ქართველებიდან ჯერჯერობით მხოლოდ თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს, გივი მაჭარაშვილსა და გენო პეტრიაშვილს აქვთ მოპოვებული.

0.11281