ფეხბურთი

13:45 | 4.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისმა "სლოვანს" ლუქსემბურგელი ფეხბურთელი ჩამოაშორა

ბრატისლავის სლოვანის ფეხბურთელი ჟერსონ როდრიგეში გუნდს ჩამოაშორეს. მიზეზი დისციპლინარული გადაცდომაა.

სანაკრებო პაუზის შემდეგ ლუქსემბურგელი ფეხბურთელი, რომელმაც თბილისში ითამაშა და გოლიც გაიტანა, თუმცა, არ ჩაუთვალეს, სლოვაკურ კლუბში მხოლოდ ორშაბათს, რამდენიმე დღის დაგვიანებით დაბრუნდა.

შედეგად, ვლადიმირ ვაისმა გადაწყვიტა მისი დასჯა და მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშის საშუალებას ჯერჯერობით არ აძლევს. არაა გამორიცხული, რომ როდრიგეშთან საიჯარო კონტრაქტი გაწყდეს და მას კიევის „დინამოში“ დაბრუნებაც მოუწიოს. ჯერჯერობით, „სლოვანში“ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

ჟერსონ როდრიგეში „სლოვანს“ იანვარში შეუერთდა და 8 მატჩში თავი 5 გოლთან ერთად 1 საგოლე პასითაც გამოიჩინა.

0.120058