ფეხბურთი

16:36 | 4.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსოს "ლევერკუზენის" შთამბეჭდავი სეზონი და სამი ტიტულის შანსი
40 მატჩი წაგების გარეშე

„ლევერკუზენს“ საოცარი სეზონი აქვს და დაუმარცხებელია. ჩაბი ალონსოს გუნდს თამაში არათუ ბუნდესლიგაში, არამედ არც ევროპა ლიგასა და გერმანიის თასზე წაუგია.

გერმანიის თასის ნახევარფინალში „ფარმაცევტებმა“ გუშინ „დიუსელდორფი“ 4:0 გაანადგურეს და 25 მაისს, ბერლინში გასამართ ფინალში მეორე ბუნდესლიგის გასავარდნ ზონაში მყოფ „კაიზერსლაუტერნს“ შეხვდებიან.

ასე რომ, თასის მოგებასთან „ლევერკუზენი“ ძალიან ახლოსაა, ისევე, როგორც ისტორიაში პირველად ბუნდესლიგის ჩემპიონობასთან, რადგან სეზონის დასრულებამდე 7 ტურით ადრე „ბაიერნს“ 13 ქულით უსწრებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2012 წლის შემდეგ პირველად გერმანიას ახალი ჩემპიონი ეყოლება.

გარდა ამისა, ჩაბი ალონსოს გუნდი ერთ-ერთი ფავორიტია ევროპა ლიგაზე, სადაც მეოთხედფინალშია გასული და „ვესტ ჰემ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება. ასე რომ, "ბაიერს" სამი ტიტულის მოგების ძალიან მაღალი შანსი აქვს. მას ევროპა ლიგა (უეფას თასი) და გერმანიის თასი აქამდე თითოჯერ აქვს მოგებული, ბუნდესლიგა კი, როგორც ვთქვით, არასდროს.

მიმდინარე სეზონში „ლევერკუზენმა“ ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 35 მოიგო და 5-ჯერ ფრეს დასჯერდა, მარცხი კი, არ განუცდია. ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა მათ გოლი ვერ გაიტანეს - „გლადბახთან“ 0:0.

„ლევერკუზენის“ დაუჯერებელი სტატისტიკა ასეთია:

40 მატჩი

35 მოგება

5 ფრე

0 წაგება

115 გატანილი გოლი

31 გაშვებული გოლი

0.063699