მარტის მატჩების შემდეგ ფიფამ სანაკრებო რეიტინგი განაახლა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა მცირე წინსვლა განიცადა.
ვილი სანიოლის გუნდს ლუქსემბურგსა და საბერძნეთთან წარმატებული მატჩების შემდეგ ფიფას რეიტინგში 21.31 ქულა შეემატა და ჯამში 1333.76 ქულა აქვს, რის შედეგადაც ორი საფეხურით დაწინაურდა და 75-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ევრო 2024-ის მონაწილე 24 ნაკრებიდან ყველაზე დაბალი რეიტინგი სწორედ საქართველოს აქვს.
...73. ჩრდ. ირლანდია - 1341.05
74. ბოსნია - 1335.6
75. საქართველო - 1333.76
76. გვინეა - 1324.65
77. ომანი - 1323.23
ევრო 2024-ზე საქართველოს მეტოქეებს რაც შეეხებათ, პორტუგალია მეექვსე ადგილზეა, ჩეხეთი 36-ე საფეხურს იკავებს, ხოლო თურქეთი მე-40 პოზიციაზეა.
მოწინავე ათეულში ლიდერი არ შეცვლილა, პირველ ადგილზე ისევ არგენტინაა. სამაგიეროდ რამდენიმე ცვლილება მოხდა. ბელგიამ და ინგლისმა, ასევე, პორტუგალიამ და ნიდერლანდებმა გაცვალეს ადგილები.
1. არგენტინა - 1858 ქულა
2. საფრანგეთი - 1840.59
3. ბელგია - 1795.23
4. ინგლისი - 1794.9
5. ბრაზილია - 1788.65
6. პორტუგალია - 1748.11
7. ნიდერლანდები - 1742.29
8. ესპანეთი - 1727.5
9. იტალია - 1724.6
10. ხორვატია - 1721.07