სხვა

10:45 | 4.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნინო, ანა, მაია - ევროპის ჩემპიონები არიან

პორტუგალაში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ბატუტზე ხტომებში. პირველივე დღეს საქართველომ მოიპოვა ოქროს მედლები.

ყველაფერი დაიწყო, გოგონების, ახალგაზრდული, გუნდური საკვალიფიკაციო ეტაპით სადაც ასპარეზობდნენ: ნინო ქორიძე, ანა ლაპიაშვილი და მაია ბოჭორიძე. ჩვენმა გოგონებმა ყველას აჯობეს კვალიფიკაციაში და 276.00 ქულით პირველი ადგილი მოიპოვეს. რამდენიმე საათის შემდეგ გაიმართა ფინალური ასპარეზობა და აქაც ჩვენმა გოგონებმა არ დათმეს საკვალიფიკაციო ეტაპზე მოპოვებული ადგილი და დაეუფლნენ ოქროს მედლებს.

საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაცია

0.133493